ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაციის ETA (ფაისებრი ჯირკვლის) კონფერენცია

9 - 10 სექტემბერს იტალიაში, ქ. მილანში "აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია - მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი "ენმედიცი"-ს ენდოკრინოლოგებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაციის (ფარისებრი ჯირკვლის) რიგით 45-ე კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაციის (ETA) ორგანიზებით. კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებოდნენ ექიმები.

 

ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაცია (ETA) არის სამეცნიერო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კლინიკურ და საბაზისო კვლევებს ასევე, აამაღლოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ ცნობადობა და კლინიკური პრაქტიკის სტანდარტები. 

 

კონფერენციის მიმდინარეობისას განხილულ იქნა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობის უახლესი მეთოდები.

 

კლინიკა "ენმედიცის" ექიმები აქტიურად არიან ჩართულნი და მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამედიცინო კონფერენციებში, მათი უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღების პროცესი კი კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილია.

 

კლინიკის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეხმარება ექიმებს, რომ განვითარდნენ და შეძლონ მიღებული უახლოესი გამოცდილების დანერგვა ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში.

 

ნათია ქათამაძე კლინიკა "ენმედიცის" ექიმი ენდოკრინოლოგი:

"ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაციის (ფარისებრი ჯირკვლის) რიგით 45-ე კონფერენციას ესწრებოდა კლინიკა "ენმედიცის" 11 ექიმი - ენდოკრინოლოგი, განსაკუთრებით ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა წლევანდელი წლის შეხვედრა ვინაიდან, მივიღეთ ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია. განსაკუთრებით მინდა გამოვყო გრეივსის დაავადების დროს ორბიტოპათიის ანუ თვალბუდიდან თვალის წამოწევის მკურნალობის ახალი ეტაპი და მედიკამენტები, რომელიც ამჟამად კვლევის ბოლო ეტაპს გადის და იმედია მალე დაინეგება პრაქტიკაში, როგორც მწარმოებელი აღნიშნავს, ეს იქნება ოქროს სტანდარტი გრეივსის ორბიტოპატიის ანუ თვალბუდიდან თვალის წამოწევის სამკურნალოდ

ასევე, მინდა გამოვყო სამედიცინო აპარატურა, რომელიც ძირითადად ფარისებრი ჯირკვლის  სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ გამოიყენება და ბოლო წლებში ძალიან დაიხვეწა

მსურს, მადლიერება გამოვხატო კლინიკა "ენმედიცის"  ხელმძღვანელობის მიმართ, ვინაიდან, მათი მხარდაჭერით და თანადაფინანსებით მოხდა ჩვენი გამგზავრება და დასწრება კონფერენციაზე, მაქსიმალურად  შევეცდებით მიღებული ინფორმაცია დავნერგოთ  და გამოვიყენოთ ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში, პაციენტებს შევთავაზოთ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უახლესი მეთოდები"