ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მსოფლიო კონგრესი

14-17 ივნისს ლონდონში ჩატარდა "ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მსოფლიო კონგრესი"(WCTC),  რომელშიც 68 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს კლინიკა ენმედიცის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თავისა და კისრის ონკოლოგი ლევან რამიშვილი წარმოადგენდა.

 

ბატონმა ლევანმა კონფერენციაზე წარმოადგინდა ვიდეო პრეზენტაცია და ისაუბრა "ფარისებრი ჯირკვლის ანაპლაზიური კიბოს კომბინირებული მკურნალობის თავისებურებაზე" რასაც დიდი ინნტერესი და გამოხმაურება მოყვა კოლეგებში.

 

აღსანიშნავია, რომ კონრესში საქართველო წელს პირველად იღებდა მონაწილეობას. 

 

კონგრესის მიზანს ენდოკრინული ქირურგიის სფეროში ახალი მიმართულებების, გაიდლაინების, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება წარმოადგენს.