ინტოლერანტობა- ნუტრიციოლოგი თამარ ჩადუნელი გირჩევთ!

ინტოლერანტობა საკვების მიმართ ასოცირებულია უსიამოვნო სიმპტომებისა და ქრონიკული მდგომარეობების ფართო სპექტრთან, ხშირად რთულია მისი გამიჯვნა კვებითი ალერგიისგან. სტატისტიკურად მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებს აწუხებს კვებითი ალერგია, მაშინ როცა მოსახლეობის დაახლოებით 45%-ს უვლინდება ინტოლერანტობის რომელიმე ფორმა.

ალერგიისგან განსხვავებით, საკვებისადმი ინტოლერანტობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა მნიშვნელოვნად აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. ინტოლერანტობის სიმპტომები ხშირად რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ ვლინდება, რის გამოც საკმაოდ რთულია გამომწვევი პროდუქტების გამოვლენა.

საკვებისადმი ინტოლერანტობა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:

- ქრონიკული დაღლილობა

- სიმსუქნე შეშუპება;

-  ოფლიანობა;

- შებერილობა საკვების მიღების წინ;

-  ფაღარათი ან შეკრულობა;

-  გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;

- დაუდგენელი წარმოშობის დერმატიტი;

-  თავის ტკივილი;

- ძილის რეჟიმის დარღვევა;

- დეპრესია;

- სახსრების ტკივილი;

-  ართრიტი;

- კუნთების ტკივილი;

- ასთმა;

- ცელიაკია;

-  გასტრიტი;

-  ბრონქიტი;

- მალაბსორბცია

IგG დონის განსაზღვრა 221 საკვები პროდუქტისადმი არის საკვების მიმართ ინტოლერანტობა დიაგნოსტირების ლაბორატორიული საფუძველი, რომელიც სიმპტომებთან ერთად კლინიცისტ ექიმს; დიეტოლოგისა თუ ნუტრიციოლოგს აძლევს საშუალებას დასვას სწორი დიაგნოზი. ტესტის შედეგად გამოვლენილი ანტისხეულები ტოტრი, რომელიც შეიძლება იყოს მაღალი, ზომიერად მომატებული ან ნორმალლური კონკრეტული საკვების მიმართ, ეხმარება ექიმ-დიეტოლოგს შესწორება შეიტანოს პაციენტის კვების რაციონში.