საქველმოქმედო აქცია შუახევის მოსახლეობისთვის

 8 ივნისს, საქველმოქმედო პროექტი"ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ" ფარგლებში,
ბათუმის კლინიკა ენმედიციმ,  შუახევის მოსახლეობისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა.

შუახევის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაეტარებინა სხვადასხვა ექიმებთან (პედიატრი; თერაპევტი;  ოფთალმოლოგი;ოტორინოლარინგოლოგი;  დერმატოლოგი; ენდოკრინოლოგი; კარდიოლოგი;  ექოსკოპია; შაქრის განსაზღვრა სისხლში; კარდიოგრაფია; ტანდეგობის და რღვევების განსაზღვრა)


პაციენტებს დანიშნულებისამებრ საჩუქრად გადაეცათ მედიკამენტები, ხოლო დიაბეტით დაავადებულებს გლუკომეტრები.

დღემდე უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა 26000 - ზემეტადამიანს, რამაც ჩვენს მოქალაქეებს დაავადებების ადრეული გამოვლენისა და დროული ადექვატური მკურნალობის შესაძლებლობა მისცა..

კლინიკა,,ენმედიცი’’-ს მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქციები გრძელდება გარკვეული პერიოდულობით და მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს.