კვანძოვანი ჩიყვი

კვანძოვანი ჩიყვი ეს არის ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში მკვეთრად შემოფარგლული მოცულობითი წარმონაქმნის არსებობა.

კვანძები გვხვდება შემდეგი დაავადებების დროს: არატოქსიური კვანძოვანი ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიური ადენომა, აუტოიმუნური თირეოდიტი, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები.

ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კვანძები,ისევე როგორ ფარისებრი ჯირკვლის სხვა პათოლოგია, უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში.

გამომწვევი მიზეზები: გენეტიკური ფაქტორები, იოდის დეფიციტი, ფარისებრ ჯირკვალში მიმდინარე აუტოიმუნური პროცესები

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები ფუნქციონირების მიხედვით იყოფა: ცივ (არააქტიურ)კვანძებად-არ გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, ცხელ (აქტიურ) კვანძებად - აქტიურად გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს ბაზისური დიაგნოსტიკის მეთოდებს მიეკუთვნება: ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია, თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა.

საეჭვოკვანძის შემთხვევაში (საეჭვო კვანძის შერჩევა ხდება თანამედროვე გაიდლაინებზე დაყრდნობით) ტარდება წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია, რომლის დასკვნის მიხედვითაც ხშირად დგინდება კვანძის კეთილთვისებიანობა ან ავთვისებიანობა.

კვანძების მკურნალობის სქემა არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია კვანძების ზომასა და ტიპზე. ზოგიერთ შემთხვევაში დინამიკაში დაკვირვება (იზრდება თუ არა კვანძი ზომაში) საკმარისია. აქტიურიცხელიკვანძების შემთხვევაში ინიშნება თირეოსტატიკური პრეპარატები. დიდი ზომის კვანძების შემთხვევაში, როდესაც ხდება ზეწოლა მეზობელ ორგანოებზე ასევე ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში ტარდება ოპერაციული მკურნალობა.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები სხვადასხვა ბუნებისაა, შესაბამისად მკურნალობის ტაქტიკაც განსხვავებულია.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმ ენდოკრინოლოგს, რათა მის მიერ სწორად იქნას შერჩეული მოქმედების გეგმა.