კლინიკა „ენმედიცი“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს „ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ“

11 მაისს ,,შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო’’- სთან შეთანხმებით, კლინიკამ 87-ე საქველმოქმედო აქცია,

ხაშურის რაიონის დაბა სურამის პოლიკლინიკაში განახორციელა. გაისინჯა  350 მეტი მცხოვრები.


პაციენტებს დანიშნულებისამებრ საჩუქრად გადაეცათ მედიკამენტები, ხოლო დიაბეტით დაავადებულებს  გლუკომეტრები.

საქველმოქმედო პროექტს კლინიკა 2013 წლიდან ანხორციელდებს,  მისი მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით , განსაკუთრებით საზღვრისპირა და მთიან რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის გარკვეული სამედიცინო დახმარების გაწევა ,,ენმედიცი’’-ს სხვადასხვა პროფილის ექიმების მონაწილეობით.


დღემდე უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა 26 000 - ზემეტადამიანს, რამაც ჩვენს მოქალაქეებს დაავადებების ადრეული გამოვლენის ადადროული ადექვატური მკურნალობის შესაძლებლობა მისცა..

 კლინიკა ,,ენმედიცი’’-ს მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქციები გრძელდება გარკვეული პერიოდულობით და მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს.