კლინიკა „ენმედიცი“-მ დიღომში ახალი ფილიალი გახსნა

კლინიკა „ენმედიცი“-მ დიღომში ახალი ფილიალი გახსნა.

23 აპრილს, კლინიკა „ენმედიცი“-მ, დიღომში ლუბლიანას #38ა- ში ახალი ფილიალი გახსნა, რაც პაციენტების რაოდენობის ზრდით არის განპირობებული. კლინიკაში სასიამოვნო ინტერიერი და კვალიფიციური პერსონალი ქმნის პაციენტებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს.

ფილიალი კლინიკა „ენმედიცი“-ს გენერალურმა მენეჯერმა ნინო ბურნაძემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ - „კლინიკის მიზანია ხელმისაწვდომი გახდეს ISO -ს სტანდარტის, თანამედროვე ლაბორატორიული კვლევები პაციენტებისთვის დიღომშიც. ენმედიცის ლაბორატორია სარგელობს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზირებული ანალიზატორებით. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ არა მარტო შედეგების სიზუსტეზე, არამედ პაციენტების უსაფრთხო მომსახურებასა და მედპერსონალის დაცვაზე.

ლაბორატორიული კვლევის მეთოდები მუდმივად ვითარდება და იხვეწება. ჩვენ ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ საერთაშორისო სტანდარტს. "ენმედიცი"-ს ლაბორატორია ერთ-ერთი ლიდერთაგანია საქართველოს რეალობაში. კლინიკაში მუდმივად წარმოებს სიახლეების ძიება და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა.

დიღმის ფილიალში პაციენტები შეძლებენ, ყველა იმ ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას, რაც კლინიკა ენმედიცის აქვს"

ენდოკრინოლოგიოა მეტაბოლოგია დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცი საქართველოში უკვე 25 წელია წარმატებით ფუნქციონირებს და აქვს ფილიალები თბილისში და ბათუმში (თბილისი წინანდლის ქ #9; არაყიშვილის ქ.#2; დიღომი ლუბლიანას ქ. #38ა და ბათუმში ჯავახიშვილის ქ. #3ა).