ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობის თავისებურებები ხანდაზმულ და ადრეულ ასაკში

ჯანმრთელ ბავშვზე ორსულობამდეც უნდა იზრუნოთ.

ქალის სოციალური სტატუსის ამაღლებამ თავისთავად მოიტანა გვიანი ქორწინება. შესაბამისად გვიანი დრსულობაც. ამას ისიც ემატება რომ ბოლო ხანებში, სულ უფრო და უფრო ბევრი ქალბატონი გეგმავს შვილის სასურველ დროს გაჩენას. სასურველი დროის ლოდინში კი წლები გადის და ორსულობასთან, მშობიარობასთან და მის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემებიც იჩენს თავს.
 

ექიმი მეან-გინეკოლოგი  ციცინო ჯავაშვილი გვესაუბრა იმის შესახებ თუ კონკრეტულად რა სახის პრობლემებთან უწევთ გამკლავება ასეთ დროს ასაკოვან ქალბატონებს და არც რჩევები დაიშურა მომავალი დედებისთვის.
 

-ბავშვის გასაჩენად არსებულმა ასაკმა აიწია. რატომ ?

ერთ-ერთი მიზეზი ის არის რომ უსაფრთხოების ხარისხმა იმატა. გამოკვლევებმა, რომელიც მშობიარობამდე თარდება, 25-40 წლის ასაკში გენეტიკური გადახრების მქონე ბავშვის გაჩენის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანა და 20 წლის მშობიარეთა დონეს გაუთანაბრა. არსებულმა კონტრაცეფციის (ჩასახვის საწინააღმდეგო) შედარებითუსაფრთხო მეთოდებმა და იმ ქალების აქტიურობამ რომლებმაც პირველად 35-40 წლის შემდეგ იმშობიარეს საზოგადოებაში იმ აზრის განვითარებას შეუწყო ხელი, რომ მშობიარობა არასდროსაა გვიან. დღეს მრავალ ქალს მიაჩნია, რომ საკუთარიუ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად შეუძლია ბავშვის გაჩენა ხელსაყრელ დრომდე გადადოს ანუ მანამდე ვიდრე მიიღებს სრულფასოვან განათლებას, წარმატებას მიაღწევს პროფესიულ საქმიანობაში, განიმტკიცებს ფინანსურ მდგომარეობას, იპოვის ჩხოვრების შესაფერის თანამგზავრს. მთელ ცივილიზებულ სამყაროში აღინიშნება ოჯახის გვიან შედარებით გვიან ასაკში შექმნის ტენდენცია, თუმცა, ცალკეულ კულტურებში დღემდე შემორჩენილია ადრეული ქორწინების ტენდეცია. ბევრ განვითარებად ქვეყანაში ქალთა სულ მცირე 20%, ზოგიერთ ქვეყანაში კი ქალთა ნახევარი პირველ ბავშვს 18 წლის ასაკამდე აჩენს. სულ რაღაც საუკუნის წინ 35 წლის ქართველი ქალი ბებიობაზე აცხადებდა პრეტენზიას. რა გასაკვირია, 12-13 წლის გოგონები8 თხოვდებოდნენ და შვილებსაც აჩენდნენ. მათი შვილებიც დედების მსგავსად ადრე იდგამდნენ ოჯახის უღელს.

თანამედროვე ქალების უმრავლესობას კი, განზრახული აქვს დედობის სიხარულს 35 წლის შემდეგ ეზიაროს. შესაძლოა ქართველ ქალებს ასეთი აზრი უფრო იშვიათად ებადებოდეთ, მაგრამ რა დასამალია დასავლური ტენდენციები უკვე ჩვენს სოციუმშიც შეინიშნება. ასაკთან ერთად ქალის შვილოსნობის უნარი რომ მცირდება, ქალმაც იცის და კაცმაც. თურმე გოგონა კვერცხუჯრედების განსაზღვრული ნაკრებით იბადება. ამ უჯრედების რაოდენობა ახალშობილში მილიონამდეა. მოწიფულ ასაკში მათი რიცხვი 300 000-მდე მცირდება, საიდანაც გასანაყოფიერებლად მთელი რეპროდოქციული ასაკის მანძილზე, მხოლოდ 300 ცალიმწიფდება. ხოლო 50 წლის შემდეგ საკვერცხეში ორიოდე ცალი თუ რჩება და ზოგჯერ ისიც არა. რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული საზოგადოების მონაცემებით 30წლის ჯანმრტელი ქალისდაორსულების ალბათობა, თვის განმავლობაში სულ რაღაც 20%-ია,ხოლო 40-მიტანებულის 5%. გარდა იმისა რომ 35 წელს გადაცილებულ ქალებს დაორსულება უჭირთ, ხშირია პათოლოგიური მდგომარეობის აღმოცენების საფრთხეც. კერძოდ ასაკოვან ორსულებს ხშირად აღენიშნებათ ჰესტოზი(ორსულთა ტოქსიკოზი), მაღალი არტერიულიწნევა(რომელიც შესაძლებელია მძიმე ჰესტოზის ერთ-ერთი გამოვლინება იყოს),პლაცენტის წინმდებარეობა,სამშობიაქრო ძალების სისუსტე, ნაყოფის ჰიპოქსია(ჟანგბადოვანი შიმშილი). 35 წელს გადაცილებულ ორსულებს შორის უფრო ხშირია საკეისრო კვეთის აუცილებლობა. სტატისტიკამ აჩვენა ისიც, რომ ასაკოვან ორსულებს უფრო ხშირად უჩნდებაღ ტყუპები. ასაკოვან დედიკოებს ხშირად აქვთ პრობლემები მშობიარობის შემდგომ ლაქტაციასთან დაკავშირებით-პატარას ხშირად არ ყოფნის დედის რძე და იძულებულია ხელოვნური საკვები მიიღოს. ასაკის მატებასთან ერთად სპონტანური აბორტის შემთხვევებიც ხშირდება.

-რა ასაკშია ყველაზე უსაფრთხო მშობიარობა?

ითვლება, რომ ორსულობისთვის საუკეთესო ასაკი 20-29 წელია,თუმცა ეს მხოლოდ პირველ ორსულობას ეხხება. მეორე და მომდევნო შვილის გასაჩენად კი თითქმის ყველა ასაკი იდეალურია. მცირე ხნის წინ 20 წელს გადაცილებულიქალი ხანდაზმულ პირველმშობიარედ ითვლებოდა. სადღეისოდ გვიან პირველ ორსულობად 35 წელი მიიჩნევა. საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი 22-24 წელია,თუმცა ბოლო პერიოდში გახშირდა ადრეული ქორწინების შემთხვევებიც. 35 წლის შემდეგ ორსულობა გარკვეულ რისკს, რომ შეიცავს ამას მთელ მსოფლიოში ერთხმად აღიარებენ. აღარც იმაზე დაობენ, რომ რისკიანი ქალბატონების უსაფრთხოებისთვის საუკეთესო საშუალება პრენატალური დიაგნოსტიკაა, რომელიც გენეტიკურეი პაღოლოგიების გამოვლენას ემსახურება. მართალია სამედიცინო თვალსაზრისით,მშობიარობა 20-29 წლამდე სჯობს, მაგრამ ბევრ ქალს მიაჩნია, რომ დედობისთვის ამ ასაკში არც ფსიქოლოგიურად და არც ემოციურად არ არის მზად. ქალები ემოციურ სიმწიფეს, ფიზიკური მომწიფებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ აღწევენ. გამოკვლევები იმასაც ადასტურებენ, რომ თუ 35 წელს გადაცილებული ქალი ჯანმრთელია, არჰქონია თვითნებითი აბორტი, ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსი ისეთივე აქვს, როგორც 20 წლის ქალს. ეს მოსაზრება კი რადიკალურად უპირისპირდება იმ შეხედულებას, რომ ქალებს ამ ასაკში ავადმყოფი და სუსტი ბავშვები უჩნდებათ.

-რა უნდა იცოდნენ მოსალოდნელი სირთულეების შესახებ 35 და მეტი წლპის ქალებმა,რომლებსაც ბავშვის გაჩენა სურთ?

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაორსულების გაძნელება მიიჩნევა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 35 წლის შემდეგ დაორსულების უნარი თანდათან მცირდება. თუ გამოვრიცხავთ ისეთ არასასურველ ფაქტორს, როგორიცაა ნაადრევი მენოპაუზა (კლიმაქსი). 35 წელს გადაცილებულ ქალს ბავშვის ჩასახვისთვის ნაცვლად ოთხისა შესაძლოა ექვსი ან თორმეტი თვე დასჭირდეს. მნიშვნელოვანია გენეტიკური გადახრების როლიც. ისეთი დაავადების განვითარება, როგორიცაა დაუნის სინდრომი. სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ 40 წლის ქალები დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვს 9-ჯერ უფრო ხშირად აჩენენ ვიდრე 30 წლისანი. ამასთანავე 40 წლის ასაკში გაჩენილ ბავშვებს შორის დაუნის სინდრომით დაავადებული მხოლოდ 1%-ია, 45 წლისთვისკი, კი მათი რიცხვი 3%-ს აღწევს. სიტუაციას სხვა მხრიდან თუ შევხედავთ, გამოდის , რომ ჯანმრთელი ბავფშვის გაჩენის ალბათობა 97 - ია. ერთ-ერთი ფაქტორია ორსულობის გართულება. განსაკუთრებით ხშირია შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), რაც 35 წელს გადაცილებულ ორსულებთა დაახლოებით 6%-ს აღენიშნება. სტატისტიკის თანახმად, ამ დროს მაღალია ისეთი გართულებების განვითარების საფრთხე, რომლებიც სამედიცინო ჩარევას საჭიროებს და საკმაოდ მძიმე შედეგებს იწვევს როგორც დედის, ასევე ახალშობილის ჯანმრთელობასთან მიმართებით. ეს შეიძლება იყოს პლაცენტის აცლა ან ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობა. გარდა ამისა, იმატებს თვითნებითი აბორტის განვითარების ალბათობაც. შესაძლოა მშობიარობა გახანგრძლივდეს და გართულდეს, საჭირო გახდეს საკეისრო კვეთა.
 

ხანდაზმული პირველმშობიარეები უფრო მეტად განიცდიან გარემოში არსებულ პოტენციურად მავნე ტოქსიური ნივთიერების ზემოქმედებას. აქედან გამომდინარე, უფრო მაღალი აქვს ენდომეტრიოზისა და ფიბროზულული სიმსივნეების განვითარების ალბათობაც, რომლებმაც, შესაძლოა გავლენა მოახდინონ ჩასახვასა და ორსულობის მიმდინარეობაზე. ამ საშიშროების მინიმუმაქმდე დაყვანა შესაძლებელია, თუ ქალი, რომელსაც შვილის გაჩენა სურს, წინასწარ მოამზადებს საკუთარ ორგანიზმს ორსულობისათვის. ზოგიერთ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რასაც მოითხოვს ბავშვის მოვლა.


ძალიან მნიშვნელოვანია ის გართულებებიც, რომელიც მოზარდ ორსულებს აღენიშნებათ. არტერიული წნევის მომატება, ანემია-სისხლნაკლებობა, ნაადრევი მშობიარობა, გახანგრძლივებული მშობიარობა, ნაყოფის მიერ სამშობიარო გზების გავლის სირთულე. 16 წლამდე ასაკის გოგონებში მენჯის ძვლები ბოლომდე ფორმირებული არ არის, ამიტომ ნაყოფის თავსა და დედის მენჯის ძვლებს შორის ზომებში ხშირად აღინიშნება შეუსაბამობა რაც შეიძლება სამშობიარო ტრამვების მიზეზი გახდეს.


ნაყოფის ორგანოები ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ყალიბდება. ამ პერიოდში ნაყოფი ნებისმიერი გამღიზიანებლისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ ამ დროს ზედმიწევნით უნდა მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.