კლინიკა „ენმედიცი“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს „ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ“

კლინიკა ენმედიციმ 13 აპრილს ,,შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო’’- სთან შეთანხმებით, კლინიკამ 85-ე საქველმოქმედო აქცია, ქარელის რაიონის სოფელ ბერძნისწყაროში განახორციელა. გაისინჯა როგორც ბერძნისწყაროს ასევე სოფელ აბისის 350 მეტი მცხოვრები.

 

 პაციენტებს დანიშნულებისამებრ საჩუქრად გადაეცათ მედიკამენტები, ხოლო დიაბეტით დაავადებულებს  გლუკომეტრები.

საქველმოქმედო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით , განსაკუთრებით საზღვრისპირა და მთიან რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის გარკვეული სამედიცინო დახმარების გაწევა ,,ენმედიცი’’-ს სხვადასხვა პროფილის ექიმების მონაწილეობით.


დღემდე უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა 26 000 - ზე მეტ ადამიანს, რამაც ჩვენს მოქალაქეებს დაავადებების ადრეული გამოვლენისა და დროული ადექვატური მკურნალობის შესაძლებლობა მისცა..

 კლინიკა ,,ენმედიცი’’-ს მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქციები გრძელდება გარკვეული პერიოდულობით და მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს.