კლინიკა ენმედიცი აცხადებს ფოტოკონკურსს

კლინიკა „ენმედიცი“  იწყებს ფოტოკონკურსს თემით - " ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ" 

დააფიქსირე კადრი, როგორ წარმოგიდგენია  "ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ" 

 

გაეცანით  კონკურსის  წესებს :

1. ფოტოს გამოგზავნისას აუცილებელია ავტორის სახელის, გვარის, ასაკის, მობილურის ნომრის და მეილის მითითება;

2. ფოტო უნდა გამოაგზავნოთ მეილზე pnj  ან jpg ფორმატში   info@enmedic.com ან ფეისბუქ გვერდზე - www.facebook.com/enmedic/,  სათაურის ველში მიუთითეთ - ფოტოკონკურსი;

3. მონაწილეთა ფოტოების გამოფენა, კონკურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება კლინიკა ენმედიციში;

4. გამარჯვებული გამოვლინდება კლინიკა „ენმედიცის“ გვერდზე, Like -ების ანუ მოწონებების რაოდენობის მიხედვით;

5. კომპანია იტოვებს შესაძლებლობას საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით განათავსოს ფოტოები Facebook გვერდზე;

6. ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 მაისი;

7. კონკურსში მონაწილეობით ავტორი “კლინიკა ენმედიცს” ანიჭებს უფლებამოსილებას, ფოტო კომპანიამ გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ (ბანერზე, პოსტერზე, ვებ გვერდზე, ჩვენს Facebook და instagram გვერდებზე და ა.შ) ავტორთან დამატებითი შეთანხმებისა და ანაზღაურების გადახდის გარეშე;

9. გამარჯვებულს გადაეცემა საგზური, 2 კაცზე, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში - კასტელო მარეში და „Otium Spa”– ს ჰიდრომასაჟის პროცედურა.

 

შენიშვნა: წესებსა და პირობებზე თანხმობად ითვლება კონკურსში მონაწილეობის მიღება (ფოტოს გამოგზავნა).

გისურვებთ წარმატებებს!