ჰიპერთირეოზისათვის დამახასიათებელი ჩივილები

იანვარი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა!

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერების ანუ ჰიპერთირეოზის   ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი აუტოიმუნური დაავადებებია. ამ დროს ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები, რომელთა ზემოქმედებითაც ფარისებრი ჯირკვალი დიდდება და ჭარბად გამოყოფს თირეოიდულ ჰორმონებს.

ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელი ჩივილებია:

  • წონაში კლება
  • უმადობა
  • სითბოს აუტანლობა
  • დიარეა

ჰიპერთირეოზის  მკურნალობა მის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. შემთხვევათა უმრავლესობაში დაავადება იკურნება, სიმპტომები ალაგდება ან მნიშვნელოვნად მსუბუქდება. მკურნალობის გარეშე ჰიპერთირეოიდიზმი გულისა და სხვა ორგანოების ძლიერ დატვირთვას იწვევს.

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რომ არ გამოგრჩეთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია და მიიღოთ დროული და ადეკვატური დახმარება გახსოვდეთ, დროულად დაწყებული ეფექტური მკურნალობა დადებითად აისახება თქვენი სიცოცხლის ხარისხზე.