ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევები

ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევები: ჰემითირეოიდექტომია (ფარისებრი ჯირკვლის რეზექცია); სრული თირეოიდექტომია, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადების შემთხვევაში კისრის სელექტიური და გაფართოებული ლიმფოდისექციები.

საჭიროებისამებრ ოპერაციების მაშტაბი განისაზღვრება ინტრაოპერაციული მორფოლოგიური კვლევის მხარდაჭერით.  

ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევები მიმდინარეობს შებრუნებული ნერვის ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგული კონტროლის პირობებში-რაც პრაქტიკულად გამორიცხავს შებრუნებული ნერვის იატროგენულ დაზიანებას. კლინიკაში დაინერგა და წარმატებით სრულდება ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე ტრანსორალური მიდგომით (ეგრეთწოდებული TOETVA)-კისერზე განაკვეთის გარეშე.

 

-ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადებები ქალებში საერთო სიმსივნური დაავადებების 4 % შეადგენს

-სტატისტიკურად 75% ავადდებიან ქალები. 

-ფარისებრი ჯირკვლის კვანძების 10-15% განიცდის მალიგნიზაციას