კოლპოსკოპიური კვლევა

 

კლინიკა "ენედიც"-ის გინეკოლოგიური ამბულატორია გთავაზობთ კოლპოსკოპიურ კვლევას (გერმანული კოლპოსკოპი Leisegang Feinmechanik Optik GmbH მოდელი : 3MVC-LED)

კვლევა გულისხმობს საშვილოსნოს ყელისა და საშოს დათვალიერებას მიკროსკოპით, შესაბამისი გადიდებისა და განათების პირობებში. კოლპოსკოპიური კვლევით, ხდება საშვილოსნოს ყელის თვალით უხილავი კიბოსწინარე მდგომარეობის დიაგნოსტირება, რომელიც შემთხვევათა 98%-ში განპირობებულია ადამიანის პაპილომა ვირუსით. კვლევა მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ღირებულებას წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში. როგორც უკვე ცნობილია, საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელება ქალებში, სამწუხაროდ, ძუძუს კიბოს შემდეგ მე-2 ადგილს იკავებს. კოლპოსკოპიური კვლევა უმტკივნეულოა და სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს.