გასტროენტეროლოგიური სამსახური

 

  

კლინიკა „ენმედიც“–ში ხორციელდება გასტროენტეროლოგიური და ჰეპატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიცაა:

  • მწვავე და ქრონიკული გასტრიტები
  • ეზოფაგიტი
  • საყლაპავის თიაქარი
  • კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
  • წყლულოვანი კოლიტი
  • კრონის დაავადება
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • მალაბსორბციის სინდრომი
  • მალდიგესციის სინდრომი
  • ქრონიკული უკენჭო და კენჭოვანი ქოლეცისტიტი
  • ქრონიკული პანკრეატიტი
  • ქრონიკული ჰეპატიტი (B და C ვირუსული, ალკოჰოლური, ტოქსიკური, აუტოიმუნური და სხვ)
  • ღვიძლის ციროზი

 

გამოიყენება დიაგნოსტიკის შემდეგი მეთოდები:

  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია) დოპლეროგრაფიით
  • გასტროსკოპია (ბიოფსიით, Helicobacter Pylory-ტესტით)
  • კოლონოსკოპია (ბიოფსიით)
  • ფიბროელასტოგრაფია (ფიბროსკანი) – ღვიძლის სიხისტის (სიმკვრივის) განსაზღვრა, გამოხატული კილოპასკალებში, სპეციალური აპარატის-ფიბროსკანის (Echosens) საშუალებით, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დასადგენად. ეს მეთოდი აღიარებულია ღვიძლის ბიოფსიის ალტერნატივად, რამეთუ ღვიძლის ბიოფსიას, როგორც ინვაზიურ მანიპულაციას, თან ახალვს გარკვეული რისკ-ფაქტორები (მაგ. სისხლდენა და სხვ.). ფიბროელასტოგრაფიის მეთოდი ემყარება გადამწოდის ვიბრატორულ ზედაპირზე წარმოქმნილი ულტრაბგერის ღვიძლში გავრცელების სიჩქარის ცვლილებას ამ ორგანოში ფიბროზული პროცესის არსებობის გამო.  ეს მეთოდის საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ღვიძლის ფიბროზის ხარისხი 0-დან IV -მდე ე.წ. Metavir-ის სკალით და ასევე ანთების სტადია.