კარდიოლოგიური სამსახური

 

  

კარდიოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებს, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეძენილი და თანდაყოლილი მანკები, გულის რითმისა და გამტარებლბის დარღვევები. ზემოთ აღნშნული პათოლოგიების დიაგნოსტირებისათვის ჩვენს კლინიკაში გამოიყენება შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები:

  • ელექტროკარდიოგრამა
  • ექოკარდიოგრაფია
  • 24 საათიანი ეკგ და არტერიული წნევის ჰოლტერის მონიტორინგი
  • დატვირთვის ტესტი

ელექტროკარდიოგრამა  მნიშვნელოვანი მეთოდია გულის დაავადებათა დიაგნოსტიკაში. აღნიშნული კვლევა იძლევა საშუალებას სწრაფად განხორციელეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების სარწმუნო დიფერენცირება. დადგინდეს არამარტო ზოგადი პათოლოგიის არსებობა, არამედ მისი კონკრეტული სახეობა. მაგალითად, გულის კუნთის ინფარქტი, გულის რითმისა და გამტარებლობის დარღვევა, წინაგულებისა და პარკუჭების ჰიპერტროფია და გადატვირთვა.

24 საათიანი ეკგ და არტერიული წნევის ჰოლტერის მონიტორინგი კვლევის ფართოდ გავრცელებული და მაღალინფორმაციული მეთოდია. ის წარმოადგენს ელექტროკარდიოგრამის ხანგრძლივ რეგისტრაციას რეალური ცხოვრების რეჟიმში, პაციენტისთვის მინიმალური დისკომფორტით. ჰოლტერის მონიტორინგი გამოიყენება დიაგნოსტიკისთვის. მიღებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ იშემიის არსებობაზე, გამოვავლინოთ გულის რითმის დარღვევა, რაციონალურად შევარჩიოთ  მკურნალობა და შევაფასოთ ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა.

დატვირთვის ტესტი - ე.წ. ტრედმილი - წარმოადგენს გარკვეული სიჩქარით მოძრავ ბილიკს, რომელზეც პაციენტი დადის. ფიზიკური დატვირთვის პროცესში ხდება ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ იშემიური ცვლილებების და რიტმის დარღვევის არსებობა.

ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა  წარმოადგენს გულის ულტრასონოგრაფიულ კვლევას, რომლის მეშვეობითაც აღმოაჩენენ გულის ორაგანულ, სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს. ულტრაბგერით ჩანს გულის საკნები, მსხვილი სისხლძარღვები, სარქველების მდგომარეობა, საკნებში არსებული მოცულობითი წარმონქმნები, ჰემოდინამიკური პროცესები, პერიკადიუმი და მისი ცვლილებები.