ლაბორატორიის ხარისხის კონტროლი

 

 

კლინიკური მედიცინის განვითარების თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებით გამკაცრებულია მოთხოვნები ლაბორატორიული კვლევების ხარისხისადმი. დიაგნოსტიკური გამოკვლევების სიზუსტე მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამედიცინო სპეციალობისთვის.
ორგანიზმში არსებული დარღვევების დიაგნოსტიკა და მათი ნორმალიზაციისთვის მიმდინარე მკურნალობის ეფექტურობის შეფასება ხშირად შეუძლებელია მხოლოდ უშუალო საექიმო გასინჯვით ან თუნდაც ულტრათანამედროვე ინსტრუმენტული კვლევის მეთოდების გამოყენებით. ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თანამედროვე მედიცინაში უპირველეს ყოვლისა საჭიროა ზუსტი, მაღალხარისხიანი  ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ლაბორატორია ქმნის და აწვდის კლინიცისტს ხარისხიან, ჭეშმარიტ და ობიექტურ ინფორმაციას. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ანალიზების სიზუსტე, ლაბორატორიაში სხვა პროცედურებთან ერთად საჭიროა ჩატარდეს ხარისხის შეფასება. ამ მიზნით კლინიკა ,,ენმედიცი“ რეგულარულად მონაწილეობს ლაბორატორიის ხარისხის შიდა და გარე კონტროლის პროგრამაში.

შედა კონტროლი მოიცავს ლაბორატორიის ანალიტიკური მეთოდების კრიტიკულ შეფასებას ნიმუშის შემოსვლიდან შედეგების გაცემის ჩავლით და ლაბორატორიის ცალკეული სეგმენტის კონტროლს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ხარისხის გარე კონტროლი. კლინიკა „ენმედიცი“-ს ლაბორატორია მონაწილეობს ხარისხის გარე შეფასების პროგრამაში, რომელიც მოწოდებულია შვეიცარიის ხარისხის კონტროლის ცენტრის („Schweizerisches Zentrum für Qualitätskontrolle“) მიერ. აღნიშნული პროგრამით ტარდება ლაბორატორიული ანალიზების გეგმიური ხარისხის კონტროლი წელიწადში ოთხჯერ, შემდეგ ხდება ჩვენი ლაბორატორიის შედეგების ინტერპრეტაცია, შეფასება და სერტიფიცირება ინტერნაციონალურ დონეზე.

ყოველწლიურად წარმატებით გავლილი შემოწმება შედეგების სანდოობის დადასტურებაა. მაღალი ხარისხის ამომწურავი დიაგნოსტიკური კვლევები ლაბორატორიას საქართველოში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს.