ადმინისტრაცია

შპს  „აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი აკადემიკოს ვაჟა ივერიელის (ლეკიშვილის) სახელს ატარებს. მის სახელთანაა დაკავშირებული კლინიკის ისტორიაც. იგი ჩამოყალიბდა თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების ბაზაზე, სადაც დიდი მეცნიერის, პედაგოგისა და კლინიცისტის, ვაჟა ივერიელის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს კლინიკურ ენდოკრინოლოგიას ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში. 

 

60-იანი წლების ბოლოს განყოფილებაში ფუნქციონირებას იწყებს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის კათედრა, რამდენიმე წელიწადში  ამავე ბაზაზე გაიხსნა საქართველოში პირველი ენდოკრინოლოგიური განყოფილება, რომელიც შემდგომში საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში პირველ დამოუკიდებელ ენდოკრინოლოგიურ კლინიკად ჩამოყალიბდა. შემდგომი წლების განმავლობაში კლინიკის ბაზაზე თბილისის სამედიცინო აკადემიის ორი კათედრა ფუნქციონირებდა: ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის კათედრა აკადემიკოს ივერიელის ხელმძღვანელობით და ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების ენდოკრინოლოგიის კათედრა პროფესორ დავით მეტრეველის ხელმძღვანელობით. 

 

კლინიკის ბაზაზე აღიზარდა ბევრი პროფესიონალი ექიმი, რომელთა მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია საზოგადოებაში;

 

კლინიკის ადმინისტრაცია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური-გამოცდილი კადრები, რომლებიც მუდმივად აქტიურ რეჟიმში მუშაობს პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისათვის.