(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
   სისხლის ჩაბარების აქცია კლინიკა ენმედიციში     /    2018-09-27


25 სექტემბერს, კლინიკა ენმედიცის თანამშრომლებმა სისხლის ჩაბარების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკის წარმომადგენლები კლინიკა ენმედიცის ესტუმრნენ.

სისხლის ჩაბარება ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის მოხდა. მოგეხსენებათ ამ ბავშვებს ხშირად სჭირდებათ სისხლი, მაგრამ არსებობს მარაგების დეფიციტი. სწორედ ამიტომ, კლინიკა ენმედიცის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში და სხვებსაც მოუწოდებენ სისხლის ჩაბარებისაკენ, რათა ერთად გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე.

კლინიკა ენმედიცი ყოველთვის ჩართულია სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში და მომავალშიც აქტიურად გეგმავს მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობას.

           

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com