არტერიული ჰიპერტენზია- კარდიოლოგი გირჩევთ!

მიუხედავად ბოლო ათწლეულების მანძილზე კარდიოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მიღწეული უმნიშვნელოვანესი პროგრესისა, სტატისტიკა უცვლელია.   

             

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ძველებურად ავადობისა და სიკვდილიანობის ნომერ პირველ მიზეზად რჩება მთელ მსოფლიოში, მათ შორის პირველ ადგილს არტერიული ჰიპერტენზია იკავებს. 

 

გაჯიუტებული სტატისტიკის მიზეზი შემდეგშია:

ხშირად, არტერიული ჰიპერტენზიის თანდათანობით ჩამოყალიბება ხდება ისე, ეომ პაციენტმა ამის შესახებ არაფერი იცის. იგი უბრალოდ წნევას არ იკონტორლებს, ხოლო ნელ-ნელა მომატებულ წნევასთან კი ორგანიზმი ადაპტირებას ცდილობს. შედეგად კი უხშირესად ვითარდება გარულებები ინსულტისა და ინფარქტის სახით. 

 

არსებობს ინფორმირებული, მაღალი წნევის "მატარებელი" პაციენტთა ნაწილიც, რომელიც თვლის, რომ რადგან მაღალი ციფრები არ აწუხებს, შეუძლია მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება მკურნალობის გარეშეც.

 

არსებობს პაციენტთა მესამე კატეგორიაც - აკითხავენ ექიმს, მაგრამ სრულად არ ასრულებს რეკომენდაციებს.

 

წნევის მაღალი ციფრებისთვის კი არსებობს ე.წ "სამიზნე ორგანოები", რომელნიც სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებების მსხვერპლნი ხდებიან.

ესენია:

- გული,სისხლძარღვები;

- თავის ტვინი;

- თირკმელები;

-თვალი

 

ამიტომ უპირველეს ყოვლისა, მიიღეთ პრევენციული ზომები: 

- შეზღუდეთ სუფრის მარილი;

- იკვებეთ ჯანსაღად;

- აკონტროლეთ წონა;

- ივარჯიშეთ სუფთა ჰაერზე;

- პერიოდულად იკონტროლეთ არტერიული წნევა. 

 

მომატებული ციფრების დაფიქსირებისას (140/90 მმ,ვწყ.სვ და მეტი) აუცილებელია მიაკითხოთ კარდიოლოგს და ანიშნული მედიკამენტის რეგულარული მიღების გარდა, შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.თუ სხვა დაავადების მიერ გამოწვეული, ორივე თანაბრად საყურადღებოა.

 

გრძნობთ თუ ვერ გრძნობთ მის მტებას, იგი აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. 

 

და ბოლოს: არ არსებობს დაურეგულირებელი არტერიული ჰიპერტენზია, არსებობს ცუდად ნამკურნალევი არტერიული ჰიპერტენზია.